ვინ განიხილება „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებულ საარჩევნო სიაში?

რას აპირებს საარჩევნოდ “ნაციონალური მოძრაობა” და ვინ შეიძლება ვიხილიოთ ექსსახელისუფლო ძალის განახლებულ საარჩვენო სიაში? – ამის თაობაზე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი საუბრობს.
“ზაზა ბიბილაშვილის, ოთარ კახიძის, გიორგი ქადაგიძის, გიორგი ტუღუშის, ასევე ეკა ტყეშელაშვილისა და ელენე ხოშტარიას კანდიდატურები. მათთან მოლაპარაკებას პირადად არ ვაწარმოებ, თუმცა პარტია დიდი ხანია ამ მიმართულებით მუშაობს. გვინდა, ჩვენთან ერთად ბრძოლაში სანდრა რულოვსიც ჩაერთოს.
არა აქვს მნიშვნელობა, რომელ რეგიონში იქნება, მთავარია, ბრძოლაში ჩვენთან ერთად ჩაერთოს. ისეთ ადამიანებს ვეძებთ, რომლებიც გამოცდილებასთან ერთად, პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაცნობიერებას შეძლებენ და ბრძოლაში ბოლომდე გამოგვყვებიან“, -აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები