რეზო შავიშვილი: ფორუმს სჭირდება დრო და სივრცე, რომ თავი წარმოაჩინოს
„ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რეზო შავიშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც საპარლამენტო არჩევნებზე და პარტიის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისივე განმარტებით, ფორუმის კოალიციიდან გასვლის და არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის გადაწყვეტილება დროული იყო.
„გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო, არც გვიან, არც ადრე, ოპტიმალური ვადაა ის, რაც გავაკეთეთ. ფორუმს სჭირდება დრო და სივრცე იმისთვის, რომ თავი წარმოაჩინოს. ფრაქცია, ბუნებრივია, მუშაობდა, მაგრამ 4 წლის განმავლობაში რანაირი განსხვავებული პოზიციაც არ უნდა გქონოდა კოალიცის შიგნით, ფორუმი დისციპლინირებული პარტიაა და უმრავლესობის გადაწყვეტილებას ემორჩილებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად იყო დებატები ამა თუ იმ საკითხზე. ვინაიდან ჩვენ გვქონდა ხელშეკრულება, მისი ერთგულნი ვიყავით და გარეთ არასდროს გამოგვიტანია პრინიციპული საკითხებიც კი“, – განაცხადა შავიშვილმა.