NDI – საქართველოსთვის ყველაზე დიდი საფრთხე რუსეთია
„ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI)-ის გამოკითხულთა 47 % მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთის ფედერაცია წარმოადგენს, გამოკითხულთა 8% კი მიიჩნევს, რომ საფრთხე „ისლამური სახელმწიფოსგან“ ემუქრება.
ამასთან, გამოკითხულთა 7% ფიქრობს, რომ საქართველოსთვის საფრთხეს აშშ წარმოადგენს, ხოლო კითხვაზე პასუხი არ აქვს გამოკითხულთა 27%-ს.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.