დიმიტრი ქუმსიშვილი არჩევნების მეორე ტურზე – ეს არის ტექნიკური გათვლა

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დაანონსების საკითხს ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მეორე ტურის დაანონსება მხოლოდ ტექნიკური გათვლაა.
მისივე თქმით, მეორე ტურის შესაძლო ჩატარების დაანონსება პოლიტიკური განაცხადი არაა, რომ მმართველ გუნდს არჩევნების პირველივე ტურის მოგების იმედი არ აქვს.
„პრემიერმა თქვა, რომ ჩვენი ვალდებულებაა, ტექნიკურად გავთვალოთ ყველა ვადა და, შესაბამისად, უნდა გვქონდეს ის ვადა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მეორე ტურები დაინიშნება, კალენდარულ წელიწადში ჩაეტიოს. ეს არის მხოლოდ ტექნიკური გათვლა“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები