„კოალიციის დაშლით ოპოზიციური პარტიები ბედნიერები არ უნდა იყვნენ – მათი საარჩევნო მინდორი უფრო დავიწროვდა“

კოალიციას ხშირად უკიჟინებდნენ, რომ ეს იყო სხვადასხვა მსოფმხედველობისგან შედგენილი პარტია და უნდა დაშლილიყო. დაიშალა, მაგარამ არა მგონია, რომ ოპოზიციური პარტიები ამით ბედნიერები უნდა იყვნენ, რადგან კიდევ უფრო დავიწროვდა საარჩევნო მინდორი და განაკუთრებით ოპოზიციური პარტიების, – აღნიშნული განცხადება „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარემ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა დღეს პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისივე განმარტებით, „კონსერვატიულ პარტიას“ საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის წარმატებული რეფორმების გატარების პროცესში.
„თუ ვინმე თვლის, რომ პარტიები, რომლებიც 4 წლის განმავლოიბაში იყვნენ ხელისუფლებაში და რომლებმაც, თვითმმართველობის არჩევნებში გაიყვანეს 150, 130, 120, დეპუტატი, სუსტ ძალად გავიდნენ არჩევნებზე. მე ვფიქრობ, რომ ეს პარტიები სერიოზული ორგანიზაციული რესურსით არიან გასულები. გეტყვით, რომ გვაქვს ყველა ორგანიზაცია, მათ შორის ქალთა და ახალგაზრდული ორგანიზაციაც. 153 დეპუტატი გვყავს საკრებულოში, 60 -ზე მეტი ფრანქცია გვაქვს ადგილებზე, რაც ნიშნავს იმას, რომ რაიონებში გავლენები გვაქვს. ამასთან ერთად, ჩვენ გახლავათ „ევროპული კონსერვატიული ალიანსის“ სრულუფლებიანი წევრები და ევროპული მხარდაჭერა ჩვენთვის პირადად, როგორც პარტნიორი პოლიტიკური პარტიისთვის, მათგანაც იქნება“ ,- განაცხადა ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები