„კონსერვატიული პარტია“ „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობას აგრძელებს

„კონსერვატორების“ თავმჯდომარემ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგური მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან და „კონსერვატორების“ საარჩევნო გეგმებთან დაკავშირებით, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში დღეს საგანგებო პრესკონფერენცია გამართა. მისი განცხადებით, არჩევნებამდე „კონსერვატიული პარტია“ რჩება უმრავლესობის რიგებში და აგრძელებს სახელისუფლებო პარტიასთან თანამშრომლობას.
„მიგვაჩნია, რომ კოალიციის დაშლის მიუხედავად „კონსერვატორების“ უმრავლესობის რიგებში უნდა დავრჩეთ და შევინარჩუნოთ ეს უმრავლესობა, რადგან ეს გახლავთ პოლიტიკური სტაბილურობის გარანტი, საუბარია არჩევნებამდე. რა გადაწყვეტილებას მივიღებთ არჩევნების დროს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ხდებოდა არჩევნებამდე პერიოდში. ჩვენ, „კონსერვატორები“ ვაპირებთ, გავაგრძელოთ აქტიური თანამშრომლობა სახელისუფლებო პარტიასთან – „ქართულ ოცნებასთან“. ვფიქრობ, ყველა ის რეფორმა, რომელიც ქვეყანაში ამ 4 წლის განმავლობაში ჩატარდა, არის ჩვენი – „კონსერვატორების“ მონაწილეობითაც ჩატარებული. ჩვენთვის ეს პატივია, გვეამაყება და მიგვაჩნია, რომ ბევრი მნიშველოვანი ნაბიჯები გადავდგით დემოკრატიურლი მიმართულებით“,- განაცხადა ძიძიგურმა.
მისივე განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება სიის პირველი ნომერი, რადგან გადაწყვეტილება ამ დრომდე მიღებული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები