ირინა იმერლიშვილი: არჩევნების თარიღი 8 ოქტომბერი არ შეიცვლება

„არჩევნების თარიღი 8 ოქტომბერი არ შეიცვლება“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, არ მოხდება საარჩევნო კოდექსის დარღვევა და არჩევნების დანიშვნის შესახებ დოკუმენტის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული ნორმები. როგორც იმერლიშვილმა აღნიშნა, დოკუმენტი ძალაში 8 აგვისტოდან არ ამოქმედდება.
„არანაირი სამართლებრივი ნორმა დარღვეული არ იქნება, თუკი ეს აქტი გამოქვეყნდება, ყველა ის ნორმა, რაც წერია კოდექსში, გამოქვეყნების შემთხვევაში ძალაში შევა“, – განაცხადა ირინე იმერლიშვილმა.
მისივე თქმით, მსჯელობა მიმდინარეობს ყველა იმ ვარიანტზე, რომელზეც მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებმა ისაუბრეს და გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები