კახა კალაძე: “გაზრპომთან” მიმართებაში მივიღეთ ის, რაც გვინდოდა

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ის “გაზპრომთან” მოლაპარაკებების შედეგებით კმაყოფილია.
კალაძის თქმით, მოლაპარაკებებში საქართველომ ის შედეგი მიიღო, რაც უნდოდა.
“მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ მივიღეთ ის შედეგი, როგორც “სოკართან” მიმართებაში, ფასების თვალსაზრისით, ასევე “გაზპრომთან” მიმართებაში, რაც გვინდოდა. იყო მიზანმიმართული კამპანია ენერგეტიკის მინისტრის, ზოგადად სამინისტროს და დარგის, მთავრობის წინააღმდეგ, თუმცა არაფერი გამოუვიდათ, რადგან რამდენიმე ადამიანი იყო ამ კამპანიაში ჩართული, ისევ “ნაციონალური მოძრაობა”, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ ქართული მხარის მიერ შეთავაზებულ კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა და დოკუმენტი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს გადმოუგზავნა. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის თანახმად, ძალაში რჩება კონტრაქტის ძველი პირობები, რომლის მიხედვითაც, საქართველოს, სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ, გატარებული ბუნებრივი აირის 10 პროცენტი დარჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები