გოგი თოფაძე: ეჭვი არ მეპარება, რომ ბარიერს გადავლახავთ

„მრეწველების“ ლიდერი გოგი თოფაძე დარწმუნებულია, რომ მომავალ არჩევნებში მისი პარტია ბარიერს გადალახავს. როგორც თოფაძემ ტელეკომპანია „იბერიას “ეთერში” საუბრისას აღნიშნა, მათი პარტიის პოზიცია ხალხს მოსწონს.
“კარგია, რომ არჩევნებისთვის ბევრი დრო მოგვეცა, რომ გავაქტიურდეთ. ეჭვიც არ მეპარება, რომ ბარიერს გადავლახავთ და უფრო მეტსაც მივაღწევთ. საზოგადოების განწყობა ვიცით, ჩვენი სერიოზული ჯგუფები ყველგან გვყვავს და იმასაც ვხედავთ, რომ ჩვენი პოზიცია ძალიან მოსწონს მოსახლეობას.
ხშირად გვაბრალებენ, რომ ვართ ხან პრორუსულები, ხან პროევროპელები. ჩვენ ვართ პროქართველები და სულ ერთ პოზიციაზე ვართ. როცა ყველაზე რთული იყო ბარიერის გადალახვა, გადავლახეთ – მაშინაც კი, როდესაც სააკაშილი კიოდა, რომ ერთპარტიულ პარლამენტი უნდა ყოფილიყო”, – განაცხადა თოფაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები