დავით სერგეენკო: არჩევნების თარიღი კონსიტუციის შესაბამისად მიღებული, დროული და კანონიერია

საპარლამენტო არჩევნების თარიღის გამოცხადების საკითხს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არჩევნების თარიღი კონსიტუციის შესაბამისად მიღებული, დროული და კანონიერია.
დავით სერგეენკო წინასაარჩევნოდ შესაძლო საკადრო ცვლილებებს არ ადასტურებს. მისი თქმით, ეს პრემიერის გადასწყვეტია.
„ვფიქრობ, გადაწყვეტილებებს იმის შესაბამისად მივიღებთ,რომ ქვეყნის განვითარება იყოს სტაბილური, მდგრადი და წარმატებული. მე დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ მინისტრის ვინაობა არის ნაკლებად მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი არის, რამდენად სწორად და ეფექტურად ვითარდება დარგი. მინისტრების ცვლილება არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა“, – აღნიშნა სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები