“გადაწყვეტილების მიღებამდე ჩვენთვის ნათელი იყო, რომ “ქართული ოცნების” პრიორიტეტია არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლა”

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილების მიღებამდე „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებისთვის ნათელი იყო, რომ პარტია “ქართული ოცნების” პრიორიტეტი არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლა იყო.
როგორც უსუფაშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, „რესპუბლიკური პარტიის“ გადაწყვეტილება ქართული პოლიტიკური დემოკრატიული სისტემის განვითარებისთვის ახალი სიტყვაა.
“ჩვენ გვქონდა ძალიან მჭიდრო კონსულტაციები ბატონ გიორგი კვირიკაშვილთან, სხვა პირებთან, კოალიციის ლიდერებთან. ჩვენი გადაწყვეტილების მიღებამდე ჩვენთვის ნათელი იყო, რომ პარტია “ქართული ოცნების” პრიორიტეტია უახლოეს არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლა, როგორც პარტიის და ამ რეალობაში ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიღებთ ამ გამოწვევას, ამ რეალობას, რომელიც მრავალპარტიული ცხოვრებისთვის ნორმალური მოვლენაა. მოგეხსენებათ, რომ იქ, სადაც კოალიციები იქმნება, ისინი იქმნებიან არჩევნებიდან არჩევნებამდე ქვეყნის სამართავად, ხოლო რაც შეეხება არჩევნებს, მასზე პარტიები გადიან ან ცალ-ცალკე, ან საარჩევნო ბლოკებად. ამიტომ ჩვენი მიღებული გადაწყვატილება არის გარკვეულწილად ახალი სიტყვა ქართული პოლიტიკური დემოკრატიული სისტემის განვითარებასა და წინსვლაში”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები