საგამოძიებო სამსახური სტუდენტებთან შეხვედრებს აგრძელებს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის ვადა, მიმდინარე წლის 7 ივნისის ჩათვლით გაახანგრძლივა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა ელექტრონული განაცხადები მიიღება საგამოძიებო სამსახურის ვებ-გვერდზე https://is.ge/ka-ge/.

სტაჟირების პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით, საგამოძიებო სამსახური აგრძელებს შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებთან.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ – იოსებ ვარძელაშვილმა და საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა ლევან ძნელაძემ, შეხვედრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართეს.

სამსახურში დაგეგმილი სტაჟირების პროგრამისა და შესარჩევი კონკურსის ეტაპების შესახებ, უწყების ხელმძღვანელმა პირებმა, სტუდენტებს განუმარტეს სამსახურის მანდატი და პროფესიული განვითარების თვალსაზრისით სტაჟირების პროგრამის მნიშვნელობა.

შეხვედრის ფარგლებში, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით დაინტერესებულმა სტუდენტებმა, შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები