„წლების განმავლობაში ერთსა და იმავეს აკეთებდნენ, ერთი და იგივე სიგიჟეებს სჩადიოდნენ, სისულელე განცხადებებს აკეთებდნენ და იღებდნენ ერთ შედეგს. ახლაც იმავეს ამბობენ და აკეთებენ და ჰგონიათ, რომ მიიღებენ სხვა შედეგს”- განაცხადა ექსპერტმა და აღნიშნა, რომ რადიკალური ოპოზიციის ქმედებები ე.წ მკვდარი ცხენის თეორიას ემთხვევა. ზურაბ ქადაგიძემ განმარტა 3 მიზეზი თუ რატომ სპეკულირებენ რადიკალები 26 მაისით. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი მიზანი აქტივისტებსა და უწყებებს შორის დაპირისპირებაა იმისთვის, რომ 2011 წლის 26 მაისთან შეძლონ პოლიტიკური პარალელების გავლება.
„არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ, ბიზნესში ისწავლება საინტერესო თეორია – ე.წ მკვდარი ცხენის თეორია, როდესაც კომპანიონები ფიქრობენ, როგორ გააცოცხლონ ესა თუ ის პროცესი – ცვლიან მხედარს, ლაგამს, უნაგირს, მიზნებს, ნალსაც. ეს ფსიქოლოგიური მოვლენაა და საბოლოო ჯამში მიდიან იქამდე, რომ ხვდებიან – ეს ცხენი რეალურად მკვდარია. ცოტა სარკასტულია, მაგრამ ასეთი თეორია ნამდვილად არსებობს და შემიძლია პირდაპირ პარალელი გავავლო დღევანდელ ქართულ ოპოზიციასთან. ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ერთსა და იმავეს აკეთებდნენ, ერთი და იგივე სიგიჟეებს სჩადიოდნენ, სისულელე განცხადებებს აკეთებდნენ და იღებდნენ ერთ შედეგს. ახლაც იმავეს ამბობენ და აკეთებენ და ჰგონიათ, რომ მიიღებენ სხვა შედეგს. ეს პარადოქსია, რომელიც მათ სჭირთ.
რატომ აქვთ არჩეული ეს თარიღი [26 მაისი]? მათ აქვთ მცდელობა, მაქსიმალური პროვოცირება მოახდინონ იმისთვის, რომ რადიკალ აქტივისტებსა და სახელმწიფო უწყებებს შორის მოხდეს დაპირისპირება. ცოტახნის წინ მიზანი იყო 9 აპრილი და ახლა კი 26 მაისი. ეს სჭირდებათ იმისთვის, რომ ააწყონ პიარ-კამპანია, რამენაირად მოახერხონ 2011 წლის 26 მაისთან პარალელის გავლება და პოლიტიკურ კონტექსტში გადათარგმნა და თქმა – რასაც ებრძოდით, იმავეს აკეთებთო.
ასევე აქვთ მეორე გათვლაც – ვხედავთ მათ ლუსტრირებულ აქტივსა და ამომრჩეველს. ხელფასზე მჯდომი აქტივის გარდა, მხარს აღარავინ უჭერს, ყოველდღე 300-400 ადამიანს დააბოდიალებენ რუსთაველის გამზირზე. ამიტომ, სჭირდებათ კონკრეტული თარიღი და ადამიანები, კრიტიკული მასა, რომელიც რაღაცნაირად პოლიტიკურ მუხტს აწევს. 26 მაისი კი არის ამის საშუალება.
რეალურად მათ მიერ მართული პროცესი მივიდა იმ კულმინაციამდე, რომ ეგზისტენციალური საკითხი დგას უკვე – ან აგრძელებენ მოქმედებას, მაღალ პლაცდარმაზე აიწევენ და პოლიტიკურ დღის წესრიგს შექმნიან ან საერთოდ ასრულებენ ყველაფერს იმიტომ, რომ ყველაფერს აქვს დასასრული და დასაწყისი. 26 მაისის შემდეგ მოდის ივნისი და შევდივართ წინასაარჩევნო პერიოდში. მათ აქვთ ეს 3 ამოცანა, რომელიც რამენაირად უნდა შეასრულონ 26 მაისს, წინასაარჩევნო პერიოდამდე”- განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.