ხულოს დრამატულ თეატრში, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ღვაწლმოსილი ადამიანებისადმი მიძღვნილი ღონისძიება – „ამაგდარი“ გაიმართა
ხულოს დრამატულ თეატრში, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ღვაწლმოსილი ადამიანებისადმი მიძღვნილი ღონისძიება – „ამაგდარი“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებას, ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ჯამბულატ მელაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრ ვახტანგ ბერიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ღვაწლმოსილ ადამიანებს მადლობა გადაუხადა გაწეული ღვაწლისათვის.
„ღონისძიების ფარგლებში, მუნიციპალიტეტში მცხოვრები 29 ადამიანის დაჯილდოების ცერემონიალი მოეწყო. მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ პირები, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება, ადამიანებზე ზრუნვას მიუძღვნეს.
ღვაწლმოსილი ადამიანების საპატივსაცემოდ, ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლების და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი ჩატარდა. ღონისძიება ხულოში წელს მესამედ გაიმართა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.