თურქეთში შეხვედრის ერთადერთი რეალური შედეგი 1000 ადამიანის რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლების შესახებ შეთანხმება იყო,- ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ჩვენი 1000 ადამიანის რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლების შესახებ შეთანხმება, თურქეთში [რუსულ მხარესთან] შეხვედრის ერთადერთი რეალური შედეგი იყო. ჩვენ ვმუშაობთ ამ შედეგის უზრუნველსაყოფად. ეს უკრაინის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა – რუსული ტყვეობიდან ჩვენი ყველა ხალხის დაბრუნება. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, პროცესის ორგანიზებასა და შეთანხმების შესრულებას ზედამხედველობას უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი უწევს.
ცნობისთვის, 16 მაისს, სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრის დროს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ტყვეების გაცვლა 1000-1000-ზე პრინციპით განახორციელონ.