“ვისაც ტელევიზია “ფორმულას” “ვარსკვლავის”, გიორგი თარგამაძის რეალური სახე გაინტერესებთ, დღეს საგამოძიებო კომისიაზე მისი კარგი ლუსტრაცია მოხდა” – წილოსანი
“ვისაც ტელევიზია ფორმულას “ვარსკვლავის”, გიორგი თარგამაძის რეალური სახე გაინტერესებთ, დღეს საგამოძიებო კომისიაზე მისი კარგი ლუსტრაცია მოხდა”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.
“მაშინ, როცა ბადრი პატარკაციშვილი სთხოვდა, “იმედის” ეთერში დროულად გაეშვა მხოლოდ მისთვის, საიდუმლოდ გადაცემული ჩანაწერი, რატომღაც თარგამაძე აფერხებდა გაშვებას.. შემდეგ კი, იმავე საღამოს, ეს ჩანაწერი ბადრი პატარკაციშვილის შესახებ სხვა ტელევიზიის ეთერში გავიდა მოდელირებული და სრულიად დამახინჯებული…
ამ ჩანაწერის ეთერში გასვლის შემდეგ ბადრი პატარკაციშვილი ვეღარც გამოვიდა სტრესიდან და მალევე გარდაიცვალა”, – წერს წილოსანი.