ირაკლი ქადაგიშვილი: ის, რომ დღეს ჩვენ ელჩი არ გვყავს აშშ-ში, ეს ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხს აფერხებს
„ის, რომ დღეს ჩვენ ელჩი არ გვყავს აშშ-ში, ეს ურთიერთობისთვის ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხს აფერხებს”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ელჩის დანიშვნა ურთიერთობებს წინ წასწევს.
,,ამიტომ, მოლოდინი მაქვს, რომ მალე დაინიშნება და ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ ურთიერთობების წინ წაწევას.
ზოგადად, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ცდილობს, არ იყოს ლობისტურ კულუარულ სიტუაციებზე არ იყოს დამოკიდებული. ჩვენ არ გვინდა, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა გარკვეული ლობისტების ხასიათსა და მათ გემოვნებაზე იყოს დამოკიდებული. ჩვენ, როგორც სახელმწიფოს, სხვა სახელმწიფოსთან გვინდა ღია ნათელი თანამშრომლობის ხიდები გვქონდეს გაბმული.
ჯო უოლსონი რომ გვთავაზობდა – გადამიხადეთ ფული, თორემ სხვა გადამიხდისო, ეს ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ ასეთი გზით, ხანგრძლივი, ნორმალური, ჯანსაღი ურთიერთობები სახელმწიფოებს შორის არ ყალიბდება. ამდენად,
საელჩოს ღია და ჯანსაღი ურთიერთობების შემდგომ განვითარებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.