“ტრამპის ადმინისტრაციამ „დიფ სთეითს“ ბრძოლა გამოუცხადა და თუ ამ ძალის დასაყრდენი ჯო უილსონია, მაშინ ეს ბრძოლა წარმატებით მიმდინარეობს” – კირცხალია
“მარკო რუბიოსგან ზოგადი პასუხი მოვისმინეთ, რომ ისინი რეგიონით დაინტერესდებიან, ობიექტურად დაინტერესდნენ და ობიექტურ ინფორმაციას მიიღებენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მისი თქმით, ჯო უილსონის კომიკურობასა და წარსულზე არ ისაუბრებს, “რადგან საზოგადოებამ კარგად იცის, ვის წარმოადგენს და რა ძალებით იმართება”.
“ტრამპის ადმინისტრაციამ „დიფ სთეითს“ ბრძოლა გამოუცხადა და თუ ამ ძალის დასაყრდენი ჯო უილსონია, მაშინ ეს ბრძოლა წარმატებით მიმდინარეობს. მსოფლიო ლიდერები ამბობენ, რომ დღეს, პირდაპირ მესამე მსოფლიო ომის თავიდან არიდება მიმდინარეობს და აქ ამერიკის როლი საკმაოდ მნიშვნელოვანია. ეკონომიკის არქიტექტურული ცვლა მიმდინარეობს, ჩინეთი თუ ევროკავშირი იქნება და ასეთი ოდიოზური ფიგურები დროს პოულობენ, ასეთი პროვოკაციული კითხვები დასვან და თავიანთი ზრახვები შეაპარონ“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
მისი თქმით, მარკო რუბიომ დასმულ კითხვას საკმაოდ ზოგადი პასუხი გასცა.
„საკმაოდ ზოგადი პასუხი მოვისმინეთ, რომ ისინი რეგიონით დაინტერესდებიან. ეს განცხადება ოპოზიციამ და მათმა ტელევიზიებმა როგორ გაიგეს, ნაკლებად მნიშვნელოვანია. ობიექტურად დაინტერესდნენ და ობიექტურ ინფორმაციას მიიღებენ. ჩვენ მზად ვართ, სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ფურცელზეა, რეალურ პარტნიორობად იქცეს. პარტნიორობა ღირსეულ და ობიექტურ საფუძვლებზე დაფუძნებული უნდა იყოს“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.