ერდოღანი აცხადებს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატად ხელახლა კენჭისყრას არ აპირებს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ის აღარ აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას და დასძინა, რომ ქვეყანას ახალი კონსტიტუცია სჭირდება.

„მე არ მაქვს განზრახვა, ხელახლა პრეზიდენტად ვიყარო კენჭი. ჩვენ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციის გაუმჯობესებაზე ვზრუნავთ. თურქეთი იცვლება; მსოფლიო იცვლება. ჩვენ ახალ ეპოქაში ვცხოვრობთ. როგორ ფიქრობთ, შეგვიძლია რამე მივაღწიოთ ასეთ სწრაფად ცვალებად სამყაროში ძველ თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების დროს შექმნილი კონსტიტუციით? თურქეთს აღარ შეუძლია წინსვლა პუტჩისტების მიერ დაწერილი კონსტიტუციით. ჩვენ გვჭირდება კონსტიტუცია, რომელიც შემოთავაზებულია მშვიდობიანი მოსახლეობის მიერ“, – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მისი პარტია ახალ კონსტიტუციაზე უკვე მუშაობს. მან პროცესში ჩართვისკენ ოპოზიციასაც მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები