თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ცოტა ხნის გამოაცხადა და პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ზურაბ ჯაფარიძეს ხელბორკილები სასამართლოს სხდომათა დარბაზში დაადეს.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ბრალი 16 აპრილს წარუდგინეს. ამავე დღეს, სასამართლომ პოლიტიკოსს 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რომლის გადახდის ვადა დღეს ამოიწურა.