მარიამ ლაშხი: ევროპის უმეტეს ქვეყნებში ჩატარებული არჩევნების შემდეგ განახლებული დელეგაციებია წარმოდგენილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, მნიშვნელოვანია მათ ჰქონდეთ უტყუარი ინფორმაცია თუ რა ხდება საქართველოში
ევროპის უმეტეს ქვეყნებში ჩატარებული არჩევნების შემდეგ განახლებული დელეგაციებია წარმოდგენილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, მნიშვნელოვანია მათ ჰქონდეთ უტყუარი ინფორმაცია თუ რა ხდება საქართველოში, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ ლაშხმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„საქართველოს დელეგაციას შესაძლებლობა გვექნება მივიღოთ მონაწილეობა [ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე] და სიტყვით მივმართოთ დელეგაციებს. გავამახვილოთ ყურადღება საქართველოს უსაფრთხოების საკითხზე და ასევე საქართველოს მხრიდან გადადგმულ იმ ნაბიჯებზე, რაც როგორც საქართველოს, ასევე რეგიონის უსაფრთხოებას უწყობს ხელს. ასევე ვიმსჯელებთ ეკონომიკურ საკითხებზე რა მიმართულებითაც საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. ევროპის უმეტეს ქვეყნებში ჩატარებული არჩევნების შემდეგ განახლებული დელეგაციებია წარმოდგენილი, შესაბამისად, მნიშვნელოვანია მათ ჰქონდეთ სწორი და უტყუარი ინფორმაცია თუ რა ხდება საქართველოში“, – აღნიშნა ლაშხმა.