“ნაცები” ზეიმობენ იანუკოვიჩის მრჩევლის ჩაცხრილვას, ასეთია მოღალატის ბედიო; მაიდნამდე 2 თვით ადრე სააკაშვილმა მოკლულის შეფი, ვიქტორ იანუკოვიჩი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა” – სალუქვაძე
“ნაცები” ზეიმობენ იანუკოვიჩის მრჩევლის მადრიდის ქუჩაში ჩაცხრილვას. ასეთია მოღალატის ბედიო. არადა, მაიდნამდე 2 თვით ადრე, სააკაშვილმა მოკლულის შეფი, ვიქტორ იანუკოვიჩი, როგორც თვითონ უწოდებენ, მოღალატე, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.
“ეს ერთია და მეორე, როგორ შეიძლება შეკვეთილ მკვლელობას ზეიმობდე და თავს პროევროპულად ასაღებდე?! სასამართლო აღარაა საჭირო?
ერთ-ერთმა უკრაინის დაზვერვას დააბრალა. იქნებ კრიმინალური გარჩევა იყო?! უკრაინის დაზვერვამ აღიარა, თქვენ რომ ატენით?
თუმცა, პოსტში სააკაშვილის მიერ მოკლულის, პატრონის დაჯილდოვებაა მთავარი.
ჟრიამული აქვთ კვესიტაძეს, ბურატინჩენკოს, ორჯონიკიძეს და შეკვეთილი ავტო აფეთქების მსხვერპლ გივი თარგამაძეს”, – წერს სალუქვაძე.