პუტინმა უკრაინის საზღვართან ბუფერული ზონის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო

რუსეთსა და უკრაინას შორის საზღვრის გასწვრივ უსაფრთხოების ბუფერული ზონის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მთავრობის წევრებთან ოპერატიულ შეხვედრაზე განაცხადა.

„მიღებული იქნა გადაწყვეტილება საზღვრების გასწვრივ საჭირო უსაფრთხოების ბუფერული ზონის შექმნის შესახებ. ჩვენი შეიარაღებული ძალები ამჟამად ამ პრობლემაზე მუშაობენ“, – აღნიშნა კრემლის ლიდერმა.

პუტინის თქმით, კურსკის, ბელგოროდისა და ბრიანსკის ოლქებში არსებული ვითარების გათვალისწინებით, აუცილებელია აღდგენითი სამუშაოები გაფართოვდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები