ლევან ნიკოლეიშვილი 26 მაისს ოპოზიციის გეგმებზე: ყველა პატივისცემით უნდა მოეპყროს ამ დღეს
„26 მაისი არის ყველას დღე და ყველა პატივისცემით უნდა მოეპყროს ამ დღეს,”- ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა, ლევან ნიკოლეიშვილმა, „დღის ქრონიკაში“ 26 მაისს ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას განაცხადა.
„26 მაისი არის ყველას დღე და ყველა პატივისცემით უნდა მოეპყროს ამ დღეს. ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეების ფიცის დადება და თუ ვინმე ფიქრობს, რომ ასეთ ღონისძიებას ხელი უნდა შეუშალოს მას არც ქვეყანა უყვარს და არც წარმოდგენა აქვს იმაზე, რა დღეა 26 მაისი და რისთვისაა მისული“, – განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.
ცნობისთვის, „ჩვენი საქართველო -სოლიდარობის ალიანსის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ რადიკალიზაციის მომხრეა და უნდა მოხდეს შენობების პიკეტირება.