“მრეწველების” და “რესპუბლიკელების” ერთად ყოფნა რთული იქნებოდა, რომელიმეს კოალიცია უნდა დაეტოვებინა”

უმრავლესობის დეპუტატი, პარტია „მრეწველების“ ლიდერი გოგი თოფაძე „რესპუბლიკური პარტიის“ გადაწყვეტილებას აფასებს. მისი განცხადებით, “რესპუბლიკური პარტიას” და “მრეწველებს” ბევრ საკითხზე განსხვავებული ხედვა აქვთ ამიტომ, რომელიმეს კოალიცია უნდა დაეტოვებინა.
“მრეწველების” და “რესპუბლიკელების” ერთად ყოფნა ძნელი იქნებოდა. ჩვენ განსხვავებული ხედვა გვაქვს. აქედან გამომდინარე, რომელიმეს უნდა დაეტოვებინა კოალიცია და მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება”, – განაცხადა თოფაძემ.
შეგახსენებთ, რომ “რესპუბლიკური პარტია” საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. გადაწყვეტილების შესაბამისად, “რესპუბლიკური პარტია” კოალიცია “ქართულ ოცნებაში” მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები