დავით ბაქრაძე: საქართველოს ნატოს მიმართულებით წინსვლა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული

საქართველოს ნატოს მიმართულებით წინსვლა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, – ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს ნატოში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის, ალექსანდრ გრუშკოს განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
მინისტრმა აღნიშნა,რომ საქართველო თავის არჩევანში სუვერენულია.
“დღეს, როდესაც დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს აღვნიშნავთ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ, რომ საქართველო არის სუვერენული მის არჩევანში. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ის ორგანიზაცია არის დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში. შესაბამისად, ამ მიმართულებით ჩვენი წინსვლა არ არის მიმართული არავის წინააღმდეგ”, -განაცხადა დავით ბაქრაძემ.
საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანება ევროპას მასშტაბურ კრიზისის ზღვრამდე მიიყვანს და სიტუაციას ააფეთქებს. ამის შესახებ რუსულ ტელეკომპანია Россия 24-სთვის მიცემულ ინტერვიუში ნატოში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსანდრ გრუშკომ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები