„სრულიად უსუსური და ყოველგვარი ენერგიისგან დაცლილია რადიკალური ოპოზიცია თუკი ეცდება რაიმე ფორმით კანონის დარღვევას, სათანადო პასუხს მიიღებს” – მათიკაშვილი
„სრულიად უსუსური და ყოველგვარი ენერგიისგან დაცლილია რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც საზოგადოების არანაირი მხარდაჭერა არ აქვს, თუკი ეცდება რაიმე ფორმით კანონის დარღვევას, ბუნებრივია, ის სათანადო პასუხს მიიღებს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, დავით მათიკაშვილი აცხადებს.
მისი თქმით, ოპოზიციას “არაფრის თავი არ აქვს”.
“მათი ბაქი-ბუქი და საკუთარი პატრონებისთვის მესიჯების გაგზავნა, გასაგებია, მაგრამ რეალობა არის ის, რომ 26 მაისი არის საერთო სახალხო, ქართული დღესასწაულია, საზეიმო დღე საზოგადოებისთვის და ამას რადიკალების ერთი ჯგუფი ხელს ვერ შეუშლის“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.