გიორგი კვირიკაშვილი: “რესპუბლიკელების” მინისტრები ჩვეულებრივად გააგრძელებენ მუშაობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, “რესპუბლიკელი” მინისტრები თანამდებობებს შეინარჩუნებენ. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” გადაწყვეტილება” ნორმალური და მისაღებია.
“ვთვლით, რომ ნორმალური და მისაღებია, როდესაც “ქართული ოცნება” დამოუკიდებლად გავა არჩევნებში. “რესპუბლიკელების” მინისტრები ჩვეულებრივად გააგრძელებენ მთავრობაში მუშაობას. მიუხედავად “რესპუბლიკური პარტიის” განცხადებისა, მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე საჭიროა გავაგრძელოთ მუშაობა ჩვეულებრივად”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები