საქართველოში არამდგრადი ამინდი მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უახლოესი დღეების განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
როგორც “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა, ხვალ, დღის საათებში, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მცირე თოვაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა 9 გრადუსამდე გათბება.
აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება, დღის მეორე ნახევარში გაძლიერდება ქარი. ჰაერის ტემპერატურა 11 გრადუსს მიაღწევს. 18, 19 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ღამით მოსალოდნელია ყინვა -2 -4 გრადუსი. ყინვა გაძლიერდება მთიან და მაღალმთიან რეგიონებში. 19 მარტს ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და 17 გრადუსამდე გათბება. 20 მარტს საქართველოს ბარში იწვიმებს, მთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს, მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები