ჯონ კერი შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტს შეხვდეს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუსული მხარე გეგმავს, რომ აშშ-ს წარმომადგენელთან სირიაში შექმნილი ვითარება და უკრაინის ხელისუფლების მიერ „მინსკის“ ხელშეკრულების დარღვევის საკითხები განიხილოს.
„სახლემწიფო მდივნის ოფიციალურ ვიზიტზე ჩვენ ახლა ვმსჯელობთ და ეს სრულებით შესაძლებელია“,-განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა დიმიტრი პესკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები