ჩრდილო კორეამ ამერიკელ სტუდენტს 15 წლიანი ციხე და „მძიმე შრომა“ მიუსაჯა

ჩრდილო კორეის უზენაესმა სასამართლომ ამერიკელ სტუდენტს ოტო ვარმბერს 15 წლიანი ციხე და „მძიმე შრომა“ მიუსაჯა. მას სახელმწიფოს წინააღმდეგ დაგეგმილ შეთქმულებაში ედება ბრალი, თუმცა სტუდენტი მის მიერ წაყენებულ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ კორეაში ის მხოლოდ და მხოლოდ ტურისტული მიზნებით იმყოფებოდა.
ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციამ დაგმო ჩრდილო კორეის მიერ გამოტანილი განაჩენი და განაცხადა, რომ სტუდენტი უკანონოდ არის დაპატიმრებული. თუმცა კორეაში მის განთავისუფლებას არ აპირებენ.
აღსანიშნავია, რომ სასამართლო სხდომაზე, სტუდენტის ადვოკატმა ნაწილობრივ ბრალდების მხარე დაიჭირა და განაცხადა, რომ ამერიკელი სტუდენტის მიერ ჩადენილი დანაშაული მართლაც მძიმე იყო და სასიკვდილო განაჩნეს იმსახურებდა, თუმცა ამ ეტაპზე უმჯობესი იქნებოდა, თუ სასამართლო მას შეიბრალდებდა და მხოლოდ 15 წლიან პატიმრობასა და „მძიმე შრომას“ მიუსჯიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები