როგორი აფასებენ სოცქსელებში გავრცელებულ ვიდეოს – “მიშას ისღა დარჩენია, ქარდავას ვიდეოები ოჯახურ ალბომს შემატოს”
2010 წლის 20 დეკემბერი… საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულება #1168: “ქვეყნის უსაფრთხოებისა და კონსტიტუციური წყობილების დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის” ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით დაჯილდოვდეს პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, დეტექტივების სამმართველოს უფროსი, მეგის ქარდავა…
2012 წლის 19 მაისი, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულება #19/05/01: “სამსახურეობრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ღირსეული სამსახურისთვის” ღირსების ორდენით დაჯილდოვდეს თავდაცვის სამხედრო პოლიციის პოლკოვნიკი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი მეგის ქარდავა…
მას შემდეგ, რაც ინტერნეტში კიდევ ერთი სიბინძურე გავრცელდა და პოლიტიკოსის პირად ცხოვრებას შეეხნენ, საზოგადოება თავის სიმაღლეზე დადგა და იმის გარჩევა კი არ დაიწყო, ვინ და როგორ იყო ვიდეოზე აღბეჭდილი, არამედ დამნაშავის ძიება დაიწყო და თუ ხელისუფლებას საქმის დროულად გამოძიება მოსთხოვა, თავად ვიდეოს შემქმნელებიც არ დაივიწყა. სწორედ სოციალურ ქსელში გავრცელდა ორი დოკუმენტი, რომელთა შინაარსიც ზემოთ მოგახსენეთ. პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების შემქმნელ-შემსრულებელ მეგის ქარდავას არ ვიცნობ, თავის დროზე ამტკიცებდა სააკაშვილი და როგორ გგონიათ, ნაცნობობა კი არა, თავის გუნდის ერთგულ წევრად რომ არ ჰყოლოდა, ასეთ ორდენებს აღირსებდა? სააკაშვილი იყო სათავე ყველაფრის, მის გარშემო ბრუნავდა ხელისუფლება და მის გარეშე არ ხდებოდა არაფერი – ამას მიხვდა საზოგადოება და რამდენიც არ უნდა ეცადოს ახლა ნაციონალური მოძრაობა, ამას ვერ ჩამოირეცხავს. აღნიშნული ვიდეოს გავრცელება ყველაზე ნაკლებად ხელისუფლებას აწყობდა და ასეც აღიქვეს სოც-ქსელების მომხმარებლებმა. ინტერნეტში გაშვებული ვიდეო ბუმერანგის პრინციპით დაბრუნდა იმათ მხარეს, ვინც ეს ვიდეო გაავრცელა და ყველა მიხვდა, რომ საარჩევნოდ ეს თემა აღარ იმუშავებს. ახლა მიშას ისღა დარჩენია, ქარდავას შემორჩენილი ვიდეოები იმ ოჯახურ ალბომს შემატოს, რომელიც ისედაც სავსე ჰქონდა თავის დროზე და მოწოლილ ვნებას სწორედ ამ ვიდეოებით იკმაყოფილებდა ხოლმე.
ეს ჩემი ნააზრევი არ გეგონოთ, სოც-ქსელებიდან ამოკრეფილია…
ნია შადური