ერაყში დაკარგული რადიაქტიური მასალები აღმოაჩინეს

ერაყის სპეცსამსახურებმა რადიაქტიური ნივთიერებები აღმოაჩინეს, რომლებიც რამდენიმე თვის წინ ერაყის ქალაქ ბასრადან დაიკარგა. რადიაქტიური ნივთიერება ამერიკულ კომპანია Weatherford-ს ეკუთვნოდა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, სიცოცხლისთვის სახიფათო ნივთიერება ერაყის სამხრეთ ნაწილში შემთხვევითმა გამვლელმა ბენზინგასამართ სადგურთან იპოვა. ამ დრომდე ერაყის ხელისუფლება არ აკონკრეტებს, თუ როგორ დაიკარგა რადიაქტიური ნივთიერება საცავიდან და როგორ აღმოჩნდა ის ბანზინგასამართ სადგურთან.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, დაკარგული იყო 10 გრამი ირიდიუმი, Ir-192, რომელიც სპეციალურ კონტეინერში ინახებოდა. ერაყის ხელისუფლება არ გამორიცხავდა, რომ ეს ნივთიერება შესაძლოა, „ბოევიკების“ ხელში აღმოჩენილიყო, რომლებიც რადიაქტიურ მასალებს „ჭუჭყიანი“ ატომური ბომბის შესაქმნელად გამოიყენებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები