“ინფორმაცია, თითქოს, სუს-ის ხელმძღვანელი პირები აღარ ავსებენ ქონებრივ დეკლარაციას, არის სიცრუე – აუდიტის სამსახური განაგრძობს მათ მიერ შევსებული დეკლარაციების მონიტორინგს” – თამთა კაჭკაჭიშვილი

“ინფორმაცია, რომ, თითქოს, სუს-ის ხელმძღვანელი პირები აღარ ავსებენ ქონებრივ დეკლარაციას, არის სიცრუე – აუდიტის სამსახური განაგრძობს მათ მიერ შევსებული დეკლარაციების მონიტორინგს”, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კორუფციის რისკების ანალიზისა და პრევენციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, თამთა კაჭკაჭიშვილმა განაცხადა.

კერძოდ, ის ნინო ლომჯარიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, თითქოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი უარს ამბობს ქონებრივი დეკლარაციის გასაჯაროებაზე.

„სხვადასხვა პირისა და მედიასაშუალების მხრიდან ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რომ თითქოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები აღარ ავსებენ ან შესაძლებელია, მათ აღარ განახორციელონ თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება.

თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე და არ შეესაბამება რეალობას. სახელმწიფო აუდიტის სამსახური განაგრძობს აღნიშნული პირების მიერ შევსებული ქონებრივი მდგომარეობის მონიტორინგს და მათი მხრიდან მოხდება კანონის შესაბამისად აღნიშნული დეკლარაციების წარდგენა. ის ფაქტი, რომ შესაძლებელია, კანონის შესაბამისად ზოგიერთი თანამდებობის პირის დეკლარაცია არ იყოს საჯარო ან შესაძლებელია, სამომავლოდ აღარ იყოს ხელმისაწვდომი საჯაროდ, არ ნიშნავს, რომ აღნიშნული თანამდებობის პირები გათავისუფლდებიან ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისგან.

რა თქმა უნდა, ისინი კვლავ შეავსებენ აღნიშნული დეკლარაციებს და სახელმწიფო აუდიტის სამსახური კვლავ განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში დეკლარაციების მონიტორინგს“, – განაცხადა თამთა კაჭკაჭიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები