სირიაში აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 140-მდე გაიზარდა

სირიის დედაქალაქ დამასკოში, ოთხი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 140-მდე გაიზარდა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, დაშავებულია ასეულობით ადამიანი. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალაქ ჰომსში აფეთქების შედეგად 57 ადამიანი დაიღუპა. ორივე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. სირიის ადამიანის უგფლებათა მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, აფეთქება იმ რაიონებში მოხდა, სადაც ისლამის იმ რელიგიური მიმდევრების წარმომადგენლები ცხოვრობენ, რომლებსაც „ისლამური სახელმწიფო“ ებრძვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები