ფიჯის კუნძულებზე ციკლონის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა

ძლიერი ციკლონის შედეგად, რომელიც ფიჯის კუნძულებს თავს დაატყდა, სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, სტიქიამ რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაანგრია. კუნძულებთან ავოამიმოსვლა რამდენიმე საათის განმავლობაში შეჩერებული იყო. მისი აღდგენის შემდეგ დაზარალებულ რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება დაიწყო, ხოლო უცხოელმა ტურისტებმა ფიჯის დატოვება შეძლეს. ფიჯის კუნძულებზე რამდენიმე დღის განმავლობაში გრიგალი „უინსტონი“ მძვინვარებდა. ამის გამო კუნძულებს თავს დაატყდა კოკისპირული წვიმები და 12 -მეტრიანი ტალღები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები