სირიაში მომხდარ ტერაქტს 50-მდე ადამიანი ემსხვერპლა

ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” “ბოევიკებმა” სირიის ქალაქ ჰომსის ეზ-ზაჰრას რაიონში ორი აფეთება განახორცილელეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაახლოებით 50-მდე ადამიანი ემსხვერპლა და 40 დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, აფეთქდა ორი დანაღმული ავტომანქანა. ტერაქტები სომხურ კვარტალში განხორციელდა. ერთ-ერთი აფეთქება მიკროავტობუსების სადგომზე მოხდა, საიდანაც ადგილობრივი უნივერსიტეტის სტუდენტები გადაჰყავთ. 40-მდე ადამიანი დაშავდა.
ამავე რაიონში 28 დეკემბერს ტერაქტის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა და 90-მდე დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები