მაიდნის მოვლენებიდან 2 წლისთავისადმი მიძღვნილი აქცია შეტაკებებში გადაიზარდა

უკრაინის დედაქალაქ კიევის ცენტრში მაიდნის მოვლენებიდან 2 წლისთავთან დაკავშირებით გამართული აქცია სამართალდამცველებთან შეტაკებებში გადაიზარდა.
მოქალაქეები მაიდანზე კარვების გაშლას გეგმავდნენ, რისი უფლებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.
ვითარების განმუხტვის შემდეგ, აქციის მონაწილეების ნაწილმა დიდი კარავი მაიდნიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით გაშალა.
ინფორმაცია დაშავებულებისა და დაკავებულების შესახებ არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები