დონალდ ტრამპმა სამხრეთ კაროლინაში პრაიმერი მოიგო

შეერთებული შტატების პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა სამხრეთ კაროლინის შტატში გამართული პრაიმერი 30 პროცენტით მოიგო. მეორე და მესამე ადგილზე ფლორიდისა და ტეხასის სენატორები გავიდნენ.
ეს დონალდ ტრამპის ზედიზედ მეორე გამარჯვებაა პრაიმერში. მანამდე მან ნიუჰემფშირში 35 პროცენტით მოიგო.
ასევე, ცნობილი ხდება, რომ რესპუბლიკელთა სიიდან საპრეზიდენტო კამპანიას გამოეთიშა ექსსენატორი ჯებ ბუში, რომელიც აღნიშნული პრაიმერის შედეგების მიხედვით, ბოლოდან მეორე ადგილზე გავიდა.
რესპუბლიკელები პრეზიდენტობის საბოლო კანდიდატს 18-21 ივლისს, ყრილობაზე გამოავლენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები