კიევში რუსული ბანკის ფილიალებს ქვები დაუშინეს

კიევში, რუსული „სბერბანკის“ და „ალფა-ბანკის“ შენობებს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ქვები დაუშინეს. ქვები ესროლეს ასევე ბიზნესმენ რინატ ახმეტოვის კომპანიის ოფისსაც. რუსული ბანკების ოფისებში მინებია ჩამსხვრეული, დაზიანდა ავეჯი და ტექნიკა. პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე „ხულიგნობის“ მუხლით აღძრა. უკრაინის ბევრ ქალაქში 2014 წელს მაიდანზე დაღუპული ადამიანების მოსაგონებად დღეს აქციები გაიმართა. უკრაინის დედაქალაქში აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი მივიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები