ავღანეთში „წითელი ჯვრის“ კომიტეტის თანამშრომლები ტყვეობიდან გაათავისუფლეს

ავღანეთში „წითელი ჯვრის“ კომიტეტის ხუთი თანამშრომელი გაათავისუფლეს, რომლებიც რამდენიმე დღის წინ პროვინცია გაზნის ტერიტორიაზე შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს.
ამის შესახებ სააგენტო „სინჰუა“ იუწყება.
ცნობისთვის, „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტი ავღანეთში 1987 წლიდან მუშაობს. „წითელი ჯვრის“ მისიაში 1800 ადამიანი მუშაობს. ორგანიზაცია საქმიანობას რამდენიმე მიმართულებით ახორციელებს – შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაზარალებულებისთვის დახმარების გაწევა და დევნილების მხარდაჭერა. ის სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდროდ თანამშრომლობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები