დარჩება თუ არა დიდი ბრიტანეთი ევროკავშირში, 23 ივნისს გადაწყდება

ევროკავშირში დიდი ბრიტანეთის წევრობის საკითხზე რეფერენდუმი მიმდინარე წლის 23 ივნისს გაიმართება. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა განაცხადა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რეფერენდუმი, სავარაუდოდ, 2017 წელს ჩატარდებოდა. კემერონი დღეს ლონდონში მინისტრთა კაბინეტის წევრებს შეხვდა და ევროკავშირში დიდი ბრიტანეთის „განსაკუთებულ სტატუსზე“ ინფორმაცია მიაწოდა.
შესაბამისი შეთანხმება ბრიუსელში გაფორმდა. ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ კემერონმა განაცხადა, რომ ახალი რეალობების გათვალისიწინებით, კერძოდ, ლონდონისთვის ევროკავშირში „განსაკუთებული სტატუსის“ მიღების შემდეგ ის ამ ორგანიზაციაში ბრიტანეთის დარჩენას აქტიურად მხარს დაუჭერს და რეფერენდუმამდე სააგიტაციო კამპანიას გამართავს.
კემერონის და ევროკავშირის ხელმძღვანელობის მოლაპარაკება ბრიუსელში ორი დღე-ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. დიდი ბრიტანეთის პრაქტიკულად ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ეს ეხება პარლემენტის მიერ ევროკავშირის გადაწყვეტილებების დაბლოკვის უფლებას, ევროზონაზე საბოლოოდ უარის თქმას და მიგრანტებისთვის დახმარების გაცემის გაუქმებას. როგორც დევიდ კემერონმა მთავრობის წევრებს აცნობა, მან კანონმდებლობისა და ფინანსური რეგულირების კუთხით დიდი ბრიტანეთის მიერ სუვერენიტეტის შენარჩუნებას მიაღწია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები