თურქეთის საბაჟოს პრობლემამ სარფში ტრაილერების შეფერხება გამოიწვია

   ბათუმი-სარფის გზის გონიოს მონაკვეთზე სატვირთო ტრაილერების რიგი ისევ რჩება. როგორც ტრაილერების მძღოლები აცხადებენ, ქართულ მხარეს ყველაფერი მოწესრიგებული აქვს, პრობლემა თურქეთის მხარეს საბაჟოზე შეიქმნა. მათი თქმით, თურქეთის საბაჟოს არ აქვს საშუალება სწრაფად გაატაროს ტრაილერები.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, თურქულმა მხარემ შეფერხების შესახებ ქართულ მხარეს აცნობა და სთხოვა პრობლემის მოგვარებამდე ავტომობილები გარკვეული გრაფიკით გაეტარებინა. როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, თურქულ მხარეს არ დაუკონკრეტებია, რა სახის პრობლემა შეიქმნა საბაჟოზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები