“რეჟიმისთვის კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა იქნებოდა, ჩვენ რომ ნამდვილად ერთიანები ვიყოთ და მთელ ენერგიას დაპირისპირებაზე არ ვხარჯავდეთ” – მანჯგალაძე
“რეჟიმისთვის კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა იქნებოდა, ჩვენ რომ ნამდვილად ერთიანები ვიყოთ და მთელ ენერგიას დაპირისპირებაზე არ ვხარჯავდეთ” – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებაშია ნათქვამი.
„ამიტომ, სასწრაფოდ გვჭირდება გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი, ამის გარეშე ერთიანობა დარჩება ლოზუნგად და არა ძალად. ამაზე უნდა ვიმუშაოთ ახლა – ყველა უნდა იყოს ჩართული საერთო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ჰქონდეს საკუთარი ადგილი, წილი. ეს არ გულისხმობს რომელიმე პარტიის დათმობას, პირიქით, თითოეულ ხმას ექნება მნიშვნელოვანი წონა და პასუხისმგებლობა გადაწყვეტილებებზე, რაც შემდგომში მინიმუმამდე დაიყვანს დაქსაქსულობას, შიდა დაპირისპირებას ოპოზიციურ ფლანგზე“, – წერია მანჯგალაძის განცხადებაში, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.