საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლთან
აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მოცეკვავეებმა აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს. მოცეკვავეები ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ. აჭარის კულტურის სამინისტროსგან მოცეკვავეებმა ორი შეთავაზება მიიღეს – ყოფილ სამხატვრო ხელმძღვანელს თემურ ქორიძეს დირექტორის მოადგილეობას ან მთავარ ქორეოგრაფად დაბრუნებას სთავაზობენ. ქორიძე მთავარ ქორეოგრაფად დაბრუნებაზე თანხმობას აცხადებს, თუმცა გაფიცულები შეთავაზების სისრულეში მოყვანის თაობაზე შეხვედრას ითხოვენ.
შეგახსენებთ: აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წევრები ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის – თემურ ქორიძის თანამდებობაზე დაბრუნებას და ანსამბლის დირექტორის – ოთარ მიქელაძის გადადგომას მოითხოვდნენ.