ძლიერი ქარი ამაღამ შესუსტდება

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ამაღამ ქარის ინტენსივობა შესუსტდება – ამის შესახებ “კვირას“ გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა. მისი თქმით, ქარი ხვალ სრულად ჩადგება.
რაც შეეხება ამინდის პროგნოზს, გვაზავას თქმით, უახლოეს დღეებში უნალექო და შედარებით თბილი ამინდია მოსალოდნელი.
“ღამის საათებში ქარის ინტენსივობა შესუსტდება, ხვალისთვის კი სრულად ჩადგება. ჰაერის ტემპერატურა როგორც აღმოსავლეთ ისე დასავლეთ საქართველოში რამდენიმე გრადუსით მოიმატებს. დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +18 ხოლო აღმოსავლეთში +14 გრადუსი იქნება.უახლოესი დღეების განმავლობაში უნალექო ამინდებია მოსალოდნელი“, – განუცხადა “კვირას“ დოდო გვაზავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები