შიდა ქართლის რეგიონში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, დანაშაულის ჩამდენმა პირმა რამდენიმე გასროლა სამართალდამცველების მისამართითაც განახორციელა, რის შედეგადაც დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 თანამშრომელი.
„შიდა ქართლის რეგიონში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. დანაშაულის ჩამდენმა პირმა, შეტყობინების საფუძველზე ადგილზე გამოცხადებული სამართალდამცველების მისამართითაც განახორციელა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 თანამშრომელი. ერთ-ერთ მათგანს ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება, ხოლო მეორე სამართალდამცველი გადაყვანილია კლინიკაში. დანაშაულის ადგილზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და დამატებით დეტალებს მოგვიანებით გავავრცელებთ“, – აცხადებენ შსს-ში.