შიდა ქართლში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ერთი ადამიანი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შსს-ში დაუდასტურეს.
უწყებაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ადგილზე საპოლიციო ღონისძიება მიმდინარეობს, დამატებით დეტალებს კი, სამინისტრო მოგვიანებით გაავრცელებს.