„სპექტრი“ ხარისხის მართვის ევროპული ფონდის – EFQM „გზა სულყოფილებისაკენ“ მოდელის სერტიფიკატით დაჯილდოვდება
ხარისხის მართვის ევროპული ფონდის EFQM „გზა სულყოფილებისაკენ“ მოდელის განხორციელების ფარგლებში 2015 წლის 9 სექტემბერს სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრს“ ხარისხის მართვის ევროპული ფონდის EFQM ექსპერტი სუზან კადტშმიდტი და ამავე ფონდის ვალიდატორთა ჯგუფი ეწვია.
ვალიდატორების დასკვნის საფუძველზე სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯ „სპექტრის“ ორმა პირადმა და ერთმა საერთო გაუმჯობესების პროექტმა წარმატებით გაიარა ვალიდაცია EFQM სრულყოფის დონის პირველ საფეხურზე და მიიღო EFQM სრულყოფაზე ორიენტირების აღიარება, რის საფუძველზეც ნოემბერში დაგეგმილ შეხვედრაზე სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ დაჯილდოვდება ხარისხის მართვის ევროპული ფონდის EFQM „გზა სულყოფილებისაკენ“ მოდელის სერტიფიკატით.
“ამ ეტაპისათვის კოლეჯი „სპექტრი“ მიჩნეულია წამყვან პროფესიულ სასწავლებლად ინჟინერიის მიმართულებით (20 სხვადასხვა პროგრამა). დამსაქმებლებთან თანამშრომლობის გამართული სქემები (40-ზე მეტი პარტნიორი კერძო და სახელმწიფო კომპანია) შესაძლებლობას უქმნის კოლეჯს, გაეცნოს ბაზრის მოთხოვნებს, ასევე გაზარდოს კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი და გააუმჯობესოს სერვისი. ამჟამად კოლეჯი აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მდებარეობს ქალაქ თბილისის ინდუსტრიულ რაიონში, სადაც განთავსებულია 17-ზე მეტი სხვადასხვა ტიპისა და ზომის საწარმო.
აღნიშნულ საწარმოებში 2013-2014 სასწავლო წელს ინჟინერიის მიმართულების სხვადასხვა პროგრამაზე საწამოო პრაქტიკა გაიარა და შემდგომში დასაქმდა 322 კურსდამთავრებული, რამაც კურსდამთავრებულთა მთლიანი რაოდენობის 65% შეადგინა. სამშენებლო სფერო ქვეყანაში რეალურად განვითარებად სეგმენტს წარმოადგენს, ამ სფეროში იზრდება მოთხოვნა კვალიფიციურ კადრებზე, იკვეთება მოთხოვნა ახალ პროფესიებზე. კოლეჯის კარგი იმიჯი კი განაპირობებს სასწავლებლისადმი მზარდ ინტერესს“,-აცხადებენ “სპექტრში“.