სოფო ნიჟარაძისთვის თვითმფრინავის ბილეთები ოდესის საქველმოქმედო ფონდიდან ორჯერ შეიძინეს

„საქველმოქმედო ფონდიდან – „ოდესის საკეთილდღეოდ“- სააკაშვილის მეგობრისთვის, მომღერალ სოფო ნიჟარაძისთვის ორჯერ შეიძინეს თვითმფრინავის ბილეთები“ – ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში აქვეყნებს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი ოდესის საკეთილდღეოდ შექმნილი საქველმოქმედო ფონდის ანგარიშზე ჩარიცხულ თანხებს არამიზნობრივად იყენებს.
გამოცემის ინფორმაციით, მომღერალ ნიჟარაძის გარდა, ამავე საქველმოქმედო ფონდის მიერ თვითმფრინავის ბილეთები შეძენილია ოდესის პოლიციის უფროსისთვის – გია ლორთქიფანიძისათვის და ასევე, ზურაბ ადეიშვილისთვის.
„სააკაშვილი „ოდესის საკეთილდღეოდ“ შექმნილ საქველმოქმედო ფონდთან თანხების არამიზნობრივად ხარჯვას რომ აგრძელებს, ამის დამადასტურებელი დოკუმენტები უკრაინაში რამდენიმე დღის წინაც გავრცელდა. კერძოდ, გამოაშკარავდა, რომ საქველმოქმედო ფონდიდან – „ოდესის საკეთილდღეოდ“ ორჯერ შეიძინეს თვითმფრინავის ბილეთები სააკაშვილის მეგობარი მომღერალი ქალბატონის სოფო ნიჟარაძისთვის. დიახ, სწორედ იმ სოფო ნიჟარაძისთვის, რომელსაც სააკაშვილი ოდესიდან ტელეფონით ეუბნებოდა – ქინძი ვიყო, საქართველოში სისხლისღვრა მოხდებაო! საქველმოქმედო ფონდიდან ძებნილი სააკაშვილის მიერ თვითმფრინავის ბილეთებია შეძენილი ოდესის პოლიციის უფროსად გამწესებული გია ლორთქიფანიძისათვის, ასევე, ზურაბ ადეიშვილისთვის და გუბერნატორ სააკაშვილის დაცვის წევრებისთვის.
აი, რას აცხადებს უკრაინის რადის დეპუტატი, პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გუნდის წევრი დიმიტრი გოლუბევი:
„ჩვენს ხელთ არის სააკაშვილის ქართველი კოლეგებისთვის გადახდილი თვითმფრინავის ბილეთების საფასური, კერძოდ, გუბერნატორის დაცვის წევრის მგზავრობა მეგობართან ერთად. საქველმოქმედო ფულით ბილეთების შეძენით ისარგებლეს ასევე საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა და ოდესის ოლქის მილიციის უფროსმა გიორგი ლორთქიფანიძემ. სააკაშვილმა ქართველ მომღერალ სოფო ნიჟარაძეს რომი-ოდესის (სტამბოლის გავლით) რეისის ფრენის ღირებულება საქველმოქმედო ფონდიდან გადაუხადა, ამის შემდეგ კი გუბერნატორმა კიდევ ერთხელ დაპატიჟა მომღერალი და მას თბილისიდან თვითმფრინავით გამოფრენის საფასურიც გადაუხადა“, – წერს გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში.

2
3

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები